понедељак, 23. март 2015.

დღე მესამე

       
დღე მესამე

ჩემმა კოლეგებმა წარმოადგინეს საშინაო დავალება.ვიმუშავეთ ბროშურის მეორე გვერდის შექმნაზე,ჩვენი ხელით მოძიებული მასალები
გადმოვტვირთეთ და განვათავსეთ,გავხსენით საკუთარი ბლოგები.
     გავეცანით ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ შეკითხვებს; ვიმსჯელეთ მათ მნიშნელობაზე პრეოქტების წერის დროს ,  თუ როგორ აღვიძებს მოსწავლეების ინტერესს , როგორ იწვევს მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებას და მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას.
      ჩემი  პროექტის  თემაა:  „ ლიხს იქით და ლიხს აქეთ,საქართველო გიყვარდეთ...!“
ნასწავლი მასალის საფუძველზე  ახალი მასალის შესწავლის და კვლევის მიზნით შევადგინე შემდეგი კითხვები:

      შინაარსობრივი კითხვები:

·         რამდენ რეგიონად იყოფა საქართველო?
·         რომელ ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციებს ინობთ?
·         რომელი ქედითაა გაყოფილი საქართველო დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილად?
·         რა განსხვავებას ხედავთ ფოლკლოკულ ანსამბლების ჩაცმულობაში?
·         რას გამოყოფდით ქართველთა კვების რაციონიდან?
·         რა არის ქართველთა ძირითადი საქმიანობა?
·         რატომ უწოდეს ბერძნებმა საქართველოს ‘“გეორგია“?
·         რომელი ტრადიცია ან რიტუალი გიყვართ ყველაზე მეთად?

      თემატური კითხვები:

·         რატომ არის საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სხვადასხვა ტრადიიები და რიტუალები? 
·         .როგორ აისახება ბუნებრივი პირობები სახოვრებელი სახლების არქიტექტურაზე?
·          რა განსხვავებს ხედავთ კუთხეების მიხედვით  არქიტექტურაში?
·         რა ახდენს გავლენას მოსახლეობის ძირითად საქმიანობაზე და რომელია მეურნეობის ძირითადი  დარგები?
·         .როგორია ქართული სუფრის ტრადიციების  კულთურა კუთხეების მიხედვით?
·         რა კავშირშია ქართული ეროვნული ტრადიციები ხალხურ რეწვასთან?

        ზოგადი კითხვა:


·         როგორი გვინდა იყოს ჩვენი  საქართველო!

Нема коментара:

Постави коментар