уторак, 7. април 2015.

დღე მეცხრე

 საინტერესოდ და ხალისიანად დაიწყო მეცხრე გაკვეთილი.წარვადგინეთ  ჩვენი ნაშრომები,რომელი ატვირთული იყო პორტფოლიოში,ბ-ა გიორგიმ შეგვიმოწმა,მოგვცა შენიშვნები, მოგვიწონა და  დადებითად შეგვიფასა,განწყობილებაზე ეტყობოდა რომ ჩვენი ნამუშევარით კმაყოფილი იყო. შემდეგ გავაკეთეთ ჩვენი  პროექტების პრეზენტაცია.
     შევისწავლეთ ვიდეოს მოძებნა youtube-ზე,გაშვება .ატვირთვა,,ვიდეოს მართვა და გაზიარება.
      დღეს ჩვენი შეხვედრის ბოლო დღეა,ცოტა გულიც გვწყდება ,საენტერესო და მეტად  კარგ ადამიანთან ბ-ნ გიორგისთან დაშორება,რომელიც დიდი მონდომებით და მოთმინებით გასწავლიდა კომპიუტერთან მუშაობას.იმედი მაქვს ისევ შევხდებით ერთმანეთს პროექტების განხორციელებისას.
     დიდი მადლობა ყოველი დღისათვის,,დიდი მოთმინებისათვის.
    გფარავდეს დღევანდელი დღის ძალა და მადლი.უფალს ებარებოდეთ!

петак, 3. април 2015.

დღე მერვე

      საინტერესო და შრომატევადი იყო მერვე დღეც,წარმოვადგინეთ საშინაო დავალება შეფასების ფორმები,მოვიღეთ შენიშვნები და შევასწორეთ,შემდეგ გადავედით ახალ მასალაზე.
     ვისწავლეთ Googles ფორმები,შეფასების ინსტრუმენტები,ეს გვაძლევს საშუალებას გამოკითხვა ვაწარმოოთ ელექტრონული ფორმით, ვისწავლეთ როგორ შევცვალოთ შეცდომის დროს,როგორ გავაფორმოთ დიზაინი,
   შევისწავლეთ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკის შექმნა EXCEL ფორმაში და მისი გამოთვლა,აგრეთვე.კოლაბრაციული შეფასების რუბრიკა.
      მივიღეთ დავალება:
      1.ვნახოთ ვიდეო გაკვეთილი .
      2.პორტფოლიოში საქაღალდეში შევცვალოთ და შევქმნათ გამოკითხვის ფორმა.
      3.ყველა მასალა რომელიც შევქმენით ავტვირთოთ DRAV-ze.საქაღალდეების                მიხედვით
       4..დავასრულოთ პროექთის გეგმა.
       5..მოდული 6,7
       6.შევქმნათ კითხვები მისწავლეებისათვის ჩვენი პროექტის შესაბამისად.

уторак, 31. март 2015.

დღე მეშვიდე

საინტერესოდ და ხალისიანად დაიწყო მეშვიდე დღე,  გიორგის დანახვა მართლაც გვიხარია,ძალიან ბევრი ახალი და საინტერესო ვისწავლეთ,როგორ ყოველთვის დავიწყეთ საშინაო დავალების შემოწმებით,ძალიან მომეწონა ლია მიქელაძის მოსწავლის პრეზენთაცია,სხვებმაც საინტერესოდ წარმოადგინეს. გავიხსენეთ ფოსტაში შესვლა და დრაივზე გადასვლა დრაივის გაზიარება ბლოგში,შემდეგ დავამატეთ ახალი მასალა პროცედურები დრაივში,კერძოდ,გვერდის დამატება, გაჯეტში მუშაობა ჩარჩო/,ბლოგის რედაქტირების რეჟიმი,პორტფოლიოს ატვირთვა დრაივის დახმარებით, თან მივიღეთ დავალება ,რომ ყველა შესრულებული სამუშაო ა ვტვირთოთ პორტფოლიოში.მივიღეთ მითითება როგორ მოვიქეთ შესწორების ან შეცდომის შემთხვევაში,
         განვიხილეთ მე-5 მოდულის აქტივობა #1,გავეცანით პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას
მივიღეთ საშინაო დავალება  მე-5 მოდულში აქტივობა 1, ნაბიჯი 2.

დღე მეექვსე

საინტერესოდ და სამუშაო განწყოფილებით დაიწყო დღე,რეფლეექსიის წაკითხვის და  შენიშვნების და შეფასების შემდეგ გავაკეთეთ პრეზენტაციები,გავაგრძელეთ გეგმაზე დამატებითი მუშაობა,ვიმუშავეთ პრეზენტაციის კრიტერიუმების ჩამონათვალზე, რომელსსც მუშაობაში გავითვალისწინებთ მოსწავლეთა პროექტების შეფასების დროს.
        ვისწავლეთ დრაივზე/დისკი/ მუშაობა,შევქმენი ჩემი დისკი,რომელზეც
დიდიხანია ვოცნებობდი,ავტვირთე ჩემი ნამუშევრები,ვისწავლე თუ როგორ შევიტანო   ცვლილებები ან როგორ მოვახდინო დამატება.
          საშინაო დადლება მივიღეთ შევქმნათ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ჩეკლისტის მესვეობით.

четвртак, 26. март 2015.

დღე მეხუთე

საინტერესოდ დაიწყო მეხუთე შეხვედრა,შეხვედრის თანავე განვიხილეთ წინა მეცადინეობაზე ნასწავლი და განხილიული მასალა კერძოდბლოგის ინსტრუმენტები,დიზაინი,ვისაუბრეთ კომენტარების გაკეთებაზე და მის მნიშვნელობაზე.
        შემოწმდა კოლეგების მოიერ მომზადებული ბუკლეტები,ბავშვივით მიხარია  ბ-მა გიორგიმ  ბუკლეტი, რომ მომიწონა და შემაქო. გავიმეორეთ  მასალის გადაგზავნა და   გრაფიკული ელემენტების შემოტანა პოსტზე და 
ისი მართვა.
            მნიშვნელოვანია, რომ გავეცანი  საიტების  საავტორო  უფლებების  ნიშნულს.
  
         დავიწყეთ  საპრეზენტაცი  პროგრამის  შესწავლა.  მიმოვიხილეთ  სლაიდებთან  მუშაობის  ძირითადი  ინსტრუმენტები,მუდამ მემახსოვრება რომ  პრეზენტაციის  დროს შრიფტი  უნდა იყოს 18.
           
ჩემთვის საინტერესო  იყო   ტრენერის  მიერ  პედაგოგის  პრეზენტაციისათვის  გასაკეთებული მითითებები.  კერძოდ  იმ  ძირითადი   ინფორმაციის  მიმოხილვა,  რომელიც  აუცილებლად  უნდა  იყოს  წარმოდგენილი   პედაგოგისაგან   პრეზენტაციის დროს.


             მივიღეთ საშინაო დავალება 2 მოდულის 5 აქტივობა.

დღე მეოთხე

კოლეგებმა წარმოადგინეს საშინაო დავალება,საინტერესოა და  მომავალში გასათვალისწინებელი.
     ვიმუშავეთ ახალ მასალაზე,გავეცანით ბლოგის პარამეტრების მართვას,კომენტარების მომზადებას,დიზაინს,ზუსტად გავიგე რა არის რეფლექსია.გავეცანით მეორე მოდულის
მესამე აქტივობას,სადაც განხილულია შეფასების სტრატეგიები.
       მივიღეთ საშინაო დავალება -მეორე მოდულის მესამე და მეოთხე აქტივობების გაცნობა და სამუშაო გეგმაში შესაბამისი  ინფორმაციის შეტანა.